ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო ავადმყოფობის და ფიზიკური ნაკლოვანებების არარსებობა. სულიერი ჯანმრთელობა – ჩვენი გონების ჯანმრთელობაა, ფიზიკური – ჩვენის სხეულის. ჯანმრთელობის ელემენტები ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს.
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია ( ზილის, კვების, შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიენის, სპორტის და ა.ს. მიზანშეწონილი განსაზღვრა ) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მუშაობის და დასვენების სწორი შეთავსება ითვლება მაღალი შრომისუნარიანობის საფუძვლად.
ყველაზე საუკეთესო დრო მუშაობისთვის/სწავლისთვის არის სწორედ
10-დან 12-მდე და 16-იდან 18-მდე. ეს საათები ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის (სპორტისთვის).
დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე, რათამ მან გამოიყენოს დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ან აღსადგენად. ყოველდღიური დასვენების ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი. საშუალოდ რეკომენდირებულია 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.
ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად მიჩნეულია სწორი კვება. საკვების მიღებას შორის შუალედები უნდა შეადგენდეს 4-5 საათს. ამ დროს საჭმელის მომნელებელ სისტემაზე თანაბარი დატვირთვა მოდის და საკვები ბოლომდე მუშავდება.
ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შეადგენდეს რაციონის 25%-ს, სადილი 35%-ს, შუალედური წახემსება 15%-ს, ხოლო ვახშამი 25%-ს. ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე არაუმეტეს 3 საათისა.
Discussion about this post