ნებისმიერ ასაკში ცრემლები არის პასუხი შემდეგი განცდებისა: შიში, სიბრაზე, სტრესი, სიხარული. თუმცა ზოგიერთი ბავშვი, თანატოლებთან შედარებით, უფრო მეტად ემოციურია. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი ზედმეტად ემოციურად ზემოქმედებს ყველაფერზე?
ესაუბრეთ და აუხსენით თქვენს პატარებს ემოციების შესახებ.
მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ ყველა ემოციისა თუ განცდის გაანალიზება.
ასწავლეთ მეტი განცდების შესახებ, ხშირად გამოიყენეთ ემოციების გამომხატველი ფრაზები „ახლა მოწყენილად გამოიყურები“, „რა სამწუხაროა, რომ დღეს ბებიასთან ვეღარ მივდივართ“ და სხვ.
მაგალითად, ჰკითხეთ, თუ რას ფიქრობს, როგორ გრძნობს თავს წიგნის ან ფილმის პერსონაჟი.
მათ უნდა ასწვლოთ, სწორად როგორ გამოხატონ თავიანთი ემოციები სოციუმში.
უნდა განუმარტოთ, ჩხუბის გარეშე, რომ მაღაზიის შუაგულში ხმამაღლა ყვირილი, ტირილი არ არის სათანადო საქციელი.
უთხარით, რომ შეუძლია ნებისმიერი ემოციით გამოხატოს საკუთარი განცდები, მაგრამ არშეკითხვა ექიმს
-მოგესალმებით. რა არის “კა-ვიტამინი”, რომელსაც აწვეთებენ ბავშვებს, რა დანიშნულება აქვს და როდის უნდა მიიღოს ბავშვმა? ერთი თვის ბავშვს უწევდა ჩაწვეთება, მაგრამ როდესაც პოლიკლინიკაში მივედით, უარით გამოგვისტუმრეს, რადგან ფიზიკურად არ ქონდათ და გვითხრეს, რომ საერთოდ…შეიძლება არაეთიკური ქმედებები.
შეუძლიათ იყვნენ გაბრაზებულები, მაგრამ ამ დროს დარტყმა არ არის სწორი, არც მოწყენილობის გამო შეიძლება ტირილით იატაკზე ხოხვა.
თქვენ არ უნდა დაამციროთ მათი გრძნობები, უნდა აჩვენოთ, რომ მათი გესმით და თანაუგრძნობთ. თუ ვერ მიგყავთ სასეირნოდ, საპასუხო რეაქცია კი გაუთავებელი ტირილია, სჯობს თავიდანვე სწორად მიუდგეთ.
უთხარით: „ვიცი, რომ გწყინს, სასეირნოდ რომ ვერ მივდივართ, მეც ძალიან მინდა და ვბრაზდები, რომ არ შეგვიძლია დღეს ერთად გავატაროთ დრო გარეთ.“
ასე ასწავლით, რომ ემოციები დროებითია, ის სამუდამოდ არ გასტანს და არ არის აუცილებელი რამდენიმე წუთზე მეტხანს განიცადონ.
ბავშვი უფრო მშვიდად იქნება, თუ გააანალიზებს, რომ მათი ემოციები და ცრემლები დროებითია, ისინი მოდიან და მალევე ქრებიან.
ემოციურ ბავშვებს უნდა ასწავლოთ საკუთარი განცდების ამოცნობა, გაგება.
საჭიროა მათი ინფორმირება, ეს ფსიქიკურ გაძლიერებაში დაეხმარებათ. ასევე, უნდა იგრძნონ, რომ მათ იღებთ ისეთებს, როგორებიც არიან.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ემოციების მართვა?
• ასწავლეთ მათ ღრმა სუნთქვა. ერთად ისუნთქეთ ნელა, მშვიდად ცხვირით, შემდეგ პირით – სანამ, ტირილს არ შეწყვეტს.
• ასწავლეთ, რომ როცა გაბრაზდება, ან ცუდი ფიქრები და განწყობა დაეუფლება, დაითვალოს 10-მდე. შეუძლია ირგვლივ ჭერზე ან კედელზე ფილები დათვალოს.
• პატარა ყუთი აიღეთ, მოათავსეთ სასიამოვნო ფოტოები, ფანქრები, წიგნები, სასიამოვნო სუნის მქონე ლოსიონები, ან ყველა ის ნივთი, რომელიც ამშვიდებს და მოსწონს თქვენს შვილს.
ჩაურთეთ სასიამოვნო მუსიკა და მოწყენილს მიეცით ეს ნივთები.
• მიეცით უფლება ჩამოთვალოს ის ქმედებები (გარეთ თამაში, კონკრეტული მუსიკაზე ცეკვა, ხატვა და სხვ.), რომელიც მას სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებს. ჩამოწერეთ ერთად ეს ყველაფერი და უთხარით, როცა გაბრაზებული იქნება, ტირილის ნაცვლად, რომელიმე გააკეთოს.
დაეხმარეთ თქვენს შვილს ემოციურად გაიზარდოს.
ასწავლეთ ემოციური რეაგირება საკუთარ თავში და შემდგომ, მათი სათანადო წესით გამოხატვა.
მან უნდა მოახერხოს გრძნობების იდენტიფიცრება. თუ რას გულისხმობს იმედგაცრუება, შეშფოთება და ა.შ.
უნდა იცოდეს, რომ ყველა განიცდის სხვადასხვა ემოციასა თუ გრძნობას.
მათ უნდა იგრძნონ, თუმცა არსებობს მათი გამოხატვის სწორი და არასწორი ფორმები.
პასუხისმგებლობის განცდა უნდა გაუღვივოთ, უნდა გაიაზროს, რომ ყველა მის სიტყვასა თუ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
უბრალოდ ჩაეხუტეთ და აღიარეთ, რომ იცით, რასაც განიცდის.
როცა კარგად მოიქცევა, შეაქეთ და უთხარით, რომ ძალიან ამაყობთ მისით
Discussion about this post