ავსტრალიის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა აუტოიმუნური დაავადებებისა და ალერგიის თავიდან აცილების მეთოდი, რომლის საფუძველიც არის ცილა ნეირიტინზე ზემოქმედება.
დადგინდა, რომ ადამიანში ნეირიტინის არარსებობა ზრდის ანაფილაქსიით სიკვდილის ალბათობას.
როგორც ცნობილია, ალერგიული რეაქციის ფონზე, იმუნური სისტემა ზედმეტად მწვავედ რეაგირებს ალერგენზე იმუნოგლობულინ Е (IgE)-ს გამომუშავებით.
პარალელურად გამოიყოფა ჰისტამინი, რომელიც იძლევა დამახასიათებლ სიმპტომატიკას – სიწითლე და შეშუპება.
თავის მხრივ, ნეირიტინი ხელს უშლის IgE-ის გადაჭარბებულ გამომუშავებს, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ალერგიის ზოგიერთ გავრცელებულ ფორმასა და საკვების აუტანლობასთან.
მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ნეირიტინი თრგუნავს ანომალური უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც აწარმოებენ ანტისხეულებს.
ეს უკანასკნელი ახდენს მასპინძლის ორგანიზმის ქსოვილებზე შეტევას, რაც წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადებების განვითარების საფუძველს.
Discussion about this post